LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ელექტრონული Bentley სპორტქარი არ იქნება

bentley

Bentley-ს პირველი სერიული ელექტროქარი მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება, რაც ახალი ტიპის აკუმულატორები შეიქმნება. საუბარია ელემენტებზე, რომელსაც დიდი ენერგიის აკუმულირება შეუძლია.

როგორც ბრიტანული ბრენდის დირექტორი აცხადებს, თანამედროვე ტექნოლოგიები ავტომობილების ზომებს ზღუდავენ და მაღალი სეგმენტის მომხმარებლისთვის არ გამოდგებიან. ელემენტების ტექნოლოგიების განვითარება კი 2023-2025 წლებშია მოსალოდნელი და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, სიახლე ავტომობილის ფასზეც დადებითად აისახება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ელექტრონული Bentley ისეთ კლიენტებს მიიზიდავს, ვინც მდიდრულ ავტომობილებს ადრე საერთოდ არ ყიდულობდა. ამასთან, როგორც კომპანიაში ვარაუდობენ, ელქტროქარის ყიდვას არსებული კლიენტების 40% განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g