LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ – სახლში რომ მივალ, ალბათ, შოკში ჩავვარდები“ – გიორგი ახობაძე

232
გიორგი ახობაძე

ყველა მედიასაშუალებას დიდი მადლობას ვუხდი თანადგომისთვის, ასეთი დეტალური გაშუქებისთვის – პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ,- ამის შესახებ ექიმმა, გიორგი ახობაძემ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდგომ განაცხადა.

„ყველა მედიასაშუალებას დიდი მადლობას ვუხდი თანადგომისთვის, ასეთი დეტალური გაშუქებისთვის. ალბათ, სახლში რომ მივალ, შოკში ჩავვარდები, ისეთი მხარდაჭერა მქონდა თქვენგან. პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ.

ექიმი გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. „პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ – სახლში რომ მივალ, ალბათ, შოკში ჩავვარდები“ – გიორგი ახობაძე აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. მოსამართლის განმარტებით, მან გადაწყვეტილება მტკიცებულებათა არასაკმარისი რაოდენობის გამო გამოიტანა. შეგახსენებთ, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას […]

არ მჯერა, აქ რომ ვარ ახლა, მადლობა გვერდში დგომისთვის“, – განაცხადა ახობაძემ.

ცნობისთვის, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მას ხელბორკილები მას შემდეგ მოხსნეს, რაც რამდენიმე წუთის წინ, დაკავებული ექიმი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

შეგახსენებთ, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო სლაიდზე: პუბლიკა, ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g