LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი მარტიდან კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები იხსნება

112
FORTUNA.GE-

1 მარტიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას.

გადაწყვეტილება დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ამის შესახებ კი ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ფუნქციონირებას განაახლებს როგორც კერძო, ასევე საჯარო ბაღები.

ორ კვირაში ერთხელ, სავალდებულო იქნება თანამშრომლების 20%-ის ტესტირება.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო ყველა სააღმზრდელო დაწესებულების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის ჯანმრთელობა და ბაგა-ბაღების შეუფერხებელი ფუნქციონირება.

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად. შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, შეწყდება სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები გაიცემა.

თბილისში ამჟამად, 185 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g