LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი შოკი, რაც შეიძლება მიიღოთ“ – აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბლოგერის რჩევები მათ, ვინც ამერიკაში წასვლას გეგმავს

498
Untitled design (5)

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბლოგერი ნანკა სიჭინავა სოციალური ქსელით გვიზიარებს რჩევებს, თუ რა უნდა იცოდნენ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამერიკაში ჩასვლას გეგმავენ.

„რაზე უნდა ვიმუშაოთ ამერიკაში?“ – რჩევები აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბლოგერისგან მათ, ვინც „მწვანე ბარათი“ მოიგო

„რა უნდა იცოდეთ ამერიკაში ჩამომსვლელებმა⬇️

ვაგრძელებთ რუბრიკას:)

1️⃣ არასოდეს გაეკაროთ უცხო ბავშვს, არ მოეფეროთ, არ გაუბათ საუბარი, აუცილებლად საეჭვო ქცევად ჩაგითვლიან და პრობლემებში გაეხვევით. შემოიფარგლეთ მხოლოდ ღიმილით.

არც სხვას მისცეთ უფლება შეეხოს თქვენ შვილს. თუ ვინმემ სცადა არ მოგერიდოთ უთხრათ, „თუ შეიძლება ნუ ეხებით“ და გაარიდეთ ბავშვი.

2️⃣ პირველი შოკი, რაც შეიძლება მიიღოთ არის: ამერიკაში სარეცხი მანქანა არ დგას სახლში? კი არ დგას ნიუ-იორკში, ამიტომ მზად იყავით საერთო სარეცხი და საშრობი ადგილებისთვის. სარეცხს ამ შემთხვევაში კვირაში ერთხელ გააკეთებთ და თითქმის ერთი დღე გექნებათ დაკარგული ?

საერთო სარეცხი ან საცხოვრებელი კორპუსის მიწურში ან სახლთან ახლოს არის და ყველგან არის, ბევრი და ზოგი მოუწესრიგებელი, სივიწროვე და ბინძურია, ამიტომ დაიარეთ და მოძებნეთ თქვენთვის მისაღები. თუ სისუფთავეა შეგიძლიათ დაუტოვოთ და გარკვეული თანხის სანაცვლოდ გამშრალს და დაკეცილს სახლში მოგიტანენ. თუმცა მე არასდროს დამიტოვებია.

„რასაც ახლა გეტყვით ალბათ ძალიან გაგიკვირდებათ..“ – რა გაგაოცებთ ამერიკაში, რა გაგაკვირვებთ და რაში გჭირდებათ რკინის ნერვები: აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბლოგერის რჩევები ემიგრანტებს

3️⃣ ნიუ-იორკში ნახავთ მანქანებს წინ და უკან დამცავი რეზინებით, არ გაგიკვირდეთ , ეს იმიტომ, რომ ენანებათ გუშინ გამოყვანილი მანქანა პარკინგზე არავინ მიუჭეჭყოს და ეს ჩვეულებრივი ამბავია თუ მანქანა ვერ ეტევა ოდნავ მიაწვე წინ და უკან მდგომს რომ ჩააყენო..

4️⃣ ნიუ-იორკში არსებობს უბანი ბრუკლინი და ბრაიტონი სადაც ყველაფერს ნახავთ, ვირთხებს, ხოჭოებს და ჭიანჭველებს სახლში, რომლის მოსპობაზე შეიძლება მთელი ნერვები და ენერგია დახარჯოთ, მაგრამ ვერაფერს გახდეთ. ამიტომ სახლის შერჩევისას იყავით დაკვირვებით და ფრთხილად, აარჩიეთ სუფთა ნათელი სახლი, სუფთა სადარბაზოთი და უბნით. ქუჩაში თუ ყველგან ნაგავი ყრია იქ სახლი ვერ იქნება უსაფრთხო.

“ამერიკას არასოდეს შეხედოთ მხოლოდ ფულის შესაგროვებელ ადგილს.. თუ ფულმა ჩაგითრიათ არ მოგინდებათ დასვენება და ცხოვრება ისე გაფრინდება კაპიტალის დაგროვებაში უკვე მის დასახარჯად ენერგია არ გეყოფათ” – აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბლოგერის რჩევები ემიგრანტებს

5️⃣ კონდიცირება და გათბობა ყველაზე დიდი პრობლემაა, ნიუ-იორკში სახლში ძირითადად სულ ცივა ზამთარში, რადგან გათბობას არ აწვდის სახლის პატრონი საკმარისად, ამიტომ რადგან გათბობის საფასურს იხდის თავად და თავადაც აკონტროლებს იქონიეთ დამატებითი გამათბობელი და მოემზადეთ დამატებითი ელექტრო ენერგიის გადასახდელად.

რაც შეეხება გაგრილებას აყენია ჭერზე მოტრიალე ჰაერის დამბერავი და ფანჯარაში დასაყენებელი კონდიციონერი, არ არის ცენტრალური გაგრილება და ჩვეულებრივი კონდიციონერები.

6️⃣ ფანჯრებიდან ხმაური შემოდის მკაფიოდ და კარგად, ამიტომ მოერიდეთ ცენტრალური ქუჩის მხარეს, ბავშვს ვერ დააძინებთ სასწრაფოების და სირენების ხმაში“, – წერს ნანკა სიჭინავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები