ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი, დაშორების შემდეგ, ყველანაირად ცდილობენ ურთიერთობის დალაგებას. ძირითადი პრობლემა ბავშვებზე მეურვეობას შეეხება. ამჯერად ცნობილი ხდება, რომ თავდაპირველად, როდესაც ჯოლიმ პიტი ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, მან გადაწყვიტა, ანჯელინასგან მეურვეობა „გამოესყიდა“.
მსახიობი მზად იყო, ჯოლისთვის თავისი ქონების დიდი ნაწილი გადაეცა, რაც დაახლოებით 250 მილიონ დოლარს უტოლდებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, მან თავისას ვერ მიაღწია.