LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პლაქვენილთან“ დაკავშირებული განცხადებები ნამდვილად გადაჭარბებული იყო – ცერცვაძე

114
BeFunky-collage (4)

საქართველოს მაისის ბოლოს წვდომა ექნება ისეთ მედიკამენტებზე, რომელიც ეფექტურად იმუშავებს კოვიდინფიცირებულ კრიტიკულ პაციენტებზე. ამის შესახებ განცხადება დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააკეთა.

ქვეყანამ უკვე მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან შეთავაზება, მკურნალობისთვის საუკეთესო მედიკამენტების გამოსაკვლევად მსოფლიო მასშტაბის კვლევაში ჩაერთოს.

“სოლიდარობის კვლევების” 4 კომპონენტში “რემდესივირთან” და “პლაქვენილთან” ერთად შიდსის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატიც იქნება გამოყენებული.

საკითხე განმარტება გააკეთა პირველ არხთან ინტერვიუში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა. „მოამბეს“ წამყვანის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ  „სოლიდარობის კვლევაში“ ჩართულ ოთხ მედიკამენტს შორის „პლაქვენილის“  მოხვედრა, ნიშნავს თუ არა იმას, რომ საქართველოში გარკვეული ჯგუფების მხრიდან ამ პრეპარატის მიმართ გამოთქმული სკეპტიციზმი უსაფუძვლო იყო, თენგიზ ცერცვაძე პასუხობს, რომ „პლაქვენილთან“ დაკავშირებული განცხადებები ნამდვილად გადაჭარბებული იყო და ამას არასამედიცინო მოტივები ჰქონდა.”

„ეს განცხადებები ნამდვილად გადაჭარბებული იყო და ამას არასამედიცინო მოტივები ჰქონდა, ხოლო რაც შეეხება უსაფუძვლობას, შესაძლოა, მთლად უსაფუძვლო არ იყო. იმიტომ, რომ ყველა მედიკამენტს, რომელიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგოდ იცდება, ჰყავს თავისი მომხრე და მოწინააღმდეგე. ყველას აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგრამ ჯერ „კოვიდ 19“-ის სამკურნალოდ აბსოლუტურად ეფექტური მედიკამენტი არ არსებობს. რიგ კვლევებში ყველა მედიკამენტმა და მათ შორის, დღეს ფავორიტად მიჩნეულმა „რემდესივირმაც“ უჩვენა ძალიან კარგი და დამაიმედებელი შედეგი, მაგრამ ზოგიერთ კვლევაში სულაც არ აჩვენა ასეთი კარგი შედეგი და იგივე შეიძლება, ითქვას „პლაქვენილზეც“. მან რიგ კვლევებში კარგი შედეგი აჩვენა, რიგ კვლევებში კი ნაკლები ეფექტი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, ვისაც როგორ უნდოდა, ისე გამოიყენა.

„ვიღაცამ ნახა, რომ ერთმა ან ორმა კვლევამ სკეპტიკური შედეგი დადო და მაინცდამაინც იმ ერთი და ორი კვლევის შედეგზე და გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და ის გამოიყენა, მაგრამ ეს განცხადებები რომ ტენდენციური იყო, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ „პლაქვენილი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რჩეულ ოთხეულში შეიყვანა. ცხადია, ისეთი გულუბრყვილო არავინ არის, ამაში ეჭვი შეიტანოს, რომ თითქოს, ჯანმო რაღაც მონაცემებს არ ფლობდა „პლაქვენილზე“, „რემდესივირზე“, ან ნებისმიერ სხვა მედიკამენტზე და რომელიმე ქართველი ექსპერტი ფლობდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა მედიკამენტზე აბსოლუტურად სრულ ინფორმაციას ფლობდა, ყველა ამ მედიკამენტის ძლიერი და სუსტი მხარეები შესანიშნავად იცოდა და მაინც, „პლაქვენილი“ რჩეულ ოთხეულში შეიყვანა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g