LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პლასტმასის იარაღი მიეცით!“ – ალეკ ბოლდუინს მეუღლე ემოციურად ემშვიდობება და დრამატული ფილმის „ჟანგის“ განახლებულ გადაღებებზე აცილებს

204
Untitledsdf

დრამატული ფილმის, „ჟანგის“ გადაღებების შეწყვეტიდან ორი წელი გავიდა. ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილმა „ბრმა ტყვიამ“, ახალგაზრდა ოპერატორის, ჰალინა ჰაჩინსის სიცოცხლე იმსხვერპლა. მას შემდეგ იყო ხანგრძლივი სასამართლო პროცესი, თუმცა, როგორც ირკვევა, საბოლოოდ ალეკ ბოლდუინი უდანაშაულო ცნეს. მეტიც, სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მონტანაში ფილმის გადაღებები განახლდა.

ალეკ ბოლდუინსა და გარდაცვლილი ჰალინა ჰაჩინსის ოჯახთან შეთანხმება მიღწეულია – „ჟანგის“გადაღებები გაგრძელდება ჰალინას მეუღლე კი ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი გახდება

ალეკ ბოლდუინს გადამღები ჯგუფის სამი წევრი, მორალური ზიანის მიყენების გამო, სასამართლოში უჩივის

გადამღებმა ჯგუფმა ალეკ ბოლდუინი მანჰეტენზე მდებარე სახლთან, დილით ადრე გადაიღო. მას მეუღლე, ჰილარია აცილებდა და ემოციურად ემშვიდობებოდა მას. აღნიშნულ ინფორმაციასა და ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

„პლასტმასის იარაღი მიეცით!“,„კარგად დაემშვიდობე, შესაძლოა ვეღარ დაბრუნდეს“, „ფილმის გადაღებების გაგრძელება, დიდი უსამართლობაა“, – წერენ კომენტარებში.

5 წლით თავისუფლების აღკვეთა – ალეკ ბოლდუინს ბრალი წაუყენეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები