საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს – PLUS ბარათის მფლობელებისთვის ახალი გათამაშება დაიწყო.
გათამაშების ფარგლებში შესაძლებლობა გაქვთ, ნებისმიერი გადახდისას 100, 1000 ან 10 000 ლარი მოიგოთ.
გათამაშების პირობები
ისევე, როგორც საქართველოს ბანკის სხვა აქციების, ამ გათამაშების პირობებიც მარტივია:
- გადახდისას აუცილებელია გამოიყენოთ PLUS ბარათი (თუ ჯერ არ გაქვთ, მობილბანკში მისი შეკვეთა ძალიან მარტივად შეგიძლიათ);
- არ აქვს მნიშვნელობა რა რაოდენობის თანხას გადაიხდით ან რომელ მაღაზიაში, ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებთ გათამაშებაში მონაწილეობას;
- თუ უკვე მოიგეთ რომელიმე პრიზი, (მაგალითად,100 ლარი), კვლავ გექნებათ შესაძლებლობა ნებისმიერი მომდევნო გადახდისას 1000 ან 10 000 ლარით დასაჩუქრდეთ.
ყოველი გადახდა – მოგების შანსი
PLUS ბარათის მფლობელებისთვის მოგება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა, რადგან იგებ მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები – გამარჯვებული, შესაძლოა, ნებისმიერი გადახდისას სრულიად მოულოდნელად გახდეთ.
შენაძენის გაკეთება და PLUS ბარათით გადახდა ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ (სწრაფი კვების ობიექტებსა თუ რესტორნებში, ასევე, სუპერმარკეტებში, ბენზინგასამართ სადგურებზე და სხვა). გარდა იმისა, რომ პრიზების მოგების შესაძლებლობა გაქვთ, ასევე PLUS ქულებსაც დააგროვებთ.
შეუკვეთეთ PLUS ბარათი და ჩაერთეთ გათამაშებაში
გათამაშებაში მონაწილეობისთვის სასურველი ნივთის შეძენისას გადახდა PLUS ბარათით უნდა შეასრულოთ. თუ ჯერ არ გაქვთ, შეუკვეთეთ ონლაინ.
ხოლო თუ ციფრული PLUS ბარათის გააქტიურება გსურთ, ამას მობილბანკიდან სულ რამდენიმე წამში შეძლებთ.
გათამაშება 1 ივნისამდე გაგრძელდება. დამატებითი დეტალებისთვის კი შეგიძლიათ საქართველოს ბანკის ვებგვერდს ეწვიოთ.
(R)