საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორქშოპი – „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არღვლიანი, საკონსულტაციო კომპანიის EVA დამფუძნებელი უძღვებოდა.
შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებდა და მიზნად ისახავდა იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას, რომლებიც ბიზნესის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ჩნდება. ვორქშოპის მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა ლიდერობის, მმართველობითი უნარებისა და ორგანიზაციული განვითარების შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებმა ბიზნესის განვითარების 5 კრიტიკული საფეხური და თითოეული ეტაპისთვის დამახასიათებელი ძირითადი გამოწვევები განიხილეს. ვორქშოპზე ასევე ისაუბრეს ლიდერის როლზე კომპანიის ზრდის სხვადასხვა ფაზაში, ლიდერობის ინდივიდუალური მოდელის აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც თანამშრომელთა ლოიალობის, ჩართულობისა და ნდობის გაძლიერებას უწყობს ხელს.
ბიზნეს 360˚ საქართველოს ბანკის პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს ერთ სივრცეში სთავაზობს განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობებს. პლატფორმა აერთიანებს საგანმანათლებლო რესურსებს, მათ შორის ბიზნეს კურსებს, სექტორულ კვლევებსა და შეთავაზებებს, ასევე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას – ფინანსურ, ტექნოლოგიურ და სხვა თემატურ შეხვედრებს, რომლებიც მეწარმეებს ცოდნის გაღრმავებასა და ბიზნესის ზრდაში ეხმარება.
(R)
