პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე პოეტ ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო, რითაც მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე პოეტ ზვიად რატიანს ბრალდება წარუდგინა
„პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“ – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს.
ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“