LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოგბა წაეთრიე, პსჟ საგონებელში, აიაქსი ევროპის ხშირი სტუმარი – ამბები მოკლედ

90
2664308-55108470-2560-1440

„მანჩესტერის“ საწვრთნელი მოედნის სიახლოვეს ნიშანი წარწერით გააფუჭეს: „პოგბა, წაეთრიე“.

El Chiringuito: კეილორ ნავასი პსჟ-ში გადავა 13 მლნ ევროდ.

„სამპდორია“ ახლოსაა ჯოვანი სიმეონეს იჯარასთან 15 მლნ ევროდ სავალდებულო გამოსყიდვის პირობით.

იკარდი, დიბალა, დემბელე და ერიქსენი – პსჟ-ს შორტ-ლისტში არიან მბაპესა და კავანის ტრავმების, ასევე ნეიმარის შესაძლო წასვლის გამო.

„ატლეტიკომ“ უარი უთხრა „მილანს“ კორეას 35 მლნ ევროდ მიყიდვაზე.

მანჯუკიჩმა უარი თქვა პსჟ-ში გადასვლაზე.

ალექსის სანჩესმა „ინტერში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა.

„მონაკო“ ახლოს არის „ჩელსიდან“ ბაკაიოკოს იჯარასთან, გამოსყიდვის პირობა კი 35 მლნ ევროა.

„აიაქსი“ 30-ედ ითამაშებს ჩემპიონთა ან ევროპის ლიგაზე. უფრო ხშირად მხოლოდ 5 კლუბს უთამაშია. ესენია: „რეალი“ (50), „ბენფიკა“ (37), „ბაიერნი“ (36), „იუვენტუსი“ (34) და „პორტო“ (32).

მსაჯმა ჰომოფობიური ბანერის გამო „ნიცა“-„მარსელის“ მატჩი შეაჩერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები