ლეგენდარული „ბითლზის“ წევრი, პოლ მაკარტნი სოციალურ ქსელში „მზიურის“ შესახებ პოსტს აქვეყნებს. ამის თაობაზე ინფორმაციას ანა გოგუაძე ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მიმართავს:
„საქართველოს მთავრობა, პოლ მაკარტნი წერს მზიურზე! მზიურზე წერს, ხალხო, გძინავთ?! ამ ქვეყნის განვითარება სადღაც გულის სიღრმეში მართლა თუ გინდათ, ჩამოვიყვანოთ ეს ადამიანი. შეხედეთ ამას, ხო არ ვიგონებ, არა?! Kakha Kaladze ჩამოვიყვანოთ რა, თუნდაც თბილისობაზე, ამდენი წელია მჯეროდა რომ გაიგებდა მზიურზე და გაიგო!“
პოლ მაკარტნის პოსტში ხელში უკავია ბანერი, სადაც აწერია „ხორცისგან თავისუფალი ორშაბათი“. „ვულოცავთ მზიურის კაფეს წარმატებულ ხუთ წელიწადს და კიდევ ბევრ წარმატებულ წელს ვუსურვებთ“, აღნიშნულია პოსტში.