პოლ უოკერი „ფორსაჟის“ მე-11 ნაწილში გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობი ვინ დიზელი ავრცელებს. ეს განცხადება დიზელმა ავტო ფესტივალზე Fuel Fest გააკეთა, რომლის ორგანიზატორი პოლ უოკერის ძმა, კოდი გახლავთ.
როგორც დიზელი ამბობს, ისტორია დასრულდება იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო, ლოს ანჯელესში. სწორედ აქ მისი გმირი დომენიკ ტორეტო ბრაიან ოკონორს შეხვდა.
ფილმი ეკრანებზე 2027 წელს გამოვა და რეჟისორი ლუი ლეტერიე იქნება. პოლ უოკერი ავარიით 2013 წელს დაიღუპა, შემდგომ ფილმებში მისი პერსონაჟი ძმამ განასახიერა, ზოგიერთი კადრი კი კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით აღადგინეს.
ფოტო: პოლ უოკერის ქალიშვილი საკურთხეველთან ვინ დიზელმა მიაცილა
