LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლ უოკერის ავტომობილები და მოტოციკლეტები აუქციონზე გაიყიდა

163
paulwlkr-cars

აუქციონის სახლმა Barrett – Jackson გასაყიდად 21 ლოტი გამოიტანა. ავტომობილები და მოტოციკლეტები ჰოლივუდის ვარსკვლავს პოლ უოკერს ეკუთვნოდა. ამ ავტომობილებიდან ნაწილმა დიდ ეკრანზე გამოჩენაც მოასწრო, მაგალითად – Nissan 370Z, რომელიც „ფორსაჟის“ მეხუთე ნაწილში გადაიღეს.

გასაყიდად გამოტანილ ავტომობილებს შორის იყო ასევე BMW M3, E30 და E36. ასევე 1963 წლის Chevrolet Nova Wagon, 1964 წლის Chevrolet Chevelle Wagon და Chverolet nova 1967 წლის გამოშვების. დიდი მოთხოვნა იყო 1995 წლის Ford Bronco–ზე, 2013 წლის Ford Mustang Boss–ზე. მთლიანობაში აუქციონზე 18 ავტომობილი და 3 მოტოციკლეტი გაყიდეს.

აღსანიშნავია, რომ 2009 წლის Nissan 370Z ახალ მფლობელს 105 600 დოლარი დაუჯდა. ავტომობილი 3,7 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული V6 ძრავითაა აღჭურვილი და 332 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები