LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლ უოკერის პერსონაჟი „ფორსაჟში“ დაბრუნდება

43

ყოფილი პოლიციელი ო’კონორი, რომლის როლსაც მსახიობი პოლ უოკერი ასრულებდა, „ფორსაჟის“ ახალ ნაწილში დაბრუნდება. ამის შესახებ გარდაცვლილი მსახიობის ძმამ, კოდი უოკერმა განაცხადა.

აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია თავად ვინ დიზელს. იმ შემთხვევაში თუ ეს ამბავი დადასტურდება, ო’კონორის პერსონაჟს ფილმში 2019 წელს ვიხილავთ, როდესაც ფილმის მეცხრე ნაწილი გამოვა.

რაც შეეხება მერვე ეპიზოდს, ის დიდ ეკრანებზე 2017 წლის აპრილში გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები