LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლ უოკერის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

56

წელს 5 წელი გავიდა „ფორსაჟის“ ვარსკვლავის, პოლ უოკერის ტრაგიკული გარდაცვალებიდან. ამ თარიღისთვის სტუდია Paramount მსახიობის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებს.

„მე პოლ უოკერი ვარ“ –  ასე ერქმევა ფილმს და ის ვარსკვლავის უახლოესი ადამიანების ინტერვიუებით დაკომპლექტდება. რეჟისორი დერიკ მიურეი გახდება, რომელმაც მანამდე ჰიტ ლეჯერისა და ჯონ კენედის ცხოვრებას ასევე დოკუმენტური ფილმები მიუძღვნა.

შეგახსენებთ, რომ პოლ უოკერი 2013 წლის 30 ნოემბერს ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. მისი ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ედავებოდა კომპანია „პორშეს“, რომლის ავტომობილსაც მართავდა, მის გაუმართაობაში, თუმცა წლების მერე ავტოკონცერნმა დაამტკიცა, რომ უოკერის გარდაცვალებაში ბრალი არ მიუძღვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები