LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ 2 კოვიდინფიცირებული პირი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა

106
BeFunky-collage (3)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თბილისში 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე – 38 და 35 წლის პირები იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი ვარკეთილის დასახლებაში ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება კოვიდაღრიცხვაზე მყოფ მეორე მოქალაქეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ის თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ქვეითად გადაადგილებისას დაჯარიმდა.

“ბ.ჯ. კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 15 დეკემბრიდან იმყოფება, ხოლო ა.კ. – 20 დეკემბრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მოქალაქეებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი.

პოლიციამ ორივე კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის 2000-2000 ლარით. დაჯარიმების შემდეგ, ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს.

ბოლო 24 საათში პირბადის წესის დარღვევაზე 453 პირი დააჯარიმეს

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები