პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ეიფელის კოშკთან მოწყობილ ფან-ზონასთან მომხდარი არეულობების გამო.
საფრანგეთის პოლიციას მუშაობა ჯერ კიდევ ფინალური მატჩის დაწყებამდე მოუწია. რამდენიმე ათეული ფანი ფან-ზონაში შეჭრას შეეცადა. სამართალდამცავებმა კი დაუმორჩილებლებს წყალი მიუშვეს და გაზიც გამოიყენეს. მოგვიანებით, თამაშის დასრულების შემდეგ ჩხუბი და შეტაკებები კვლავ განახლდა.
პარიზის ფან-ზონა დაახლოებით 90 ათას გულშემატკივარს იტევს.
მთელი ჩემპიონატის მსვლელობისას გულშემატკივრები ერთმანეთში მუდმივად ჩხუბობდნენ.