აშშ-ში, ფლორიდას შტატში პოლიციელებმა დააკავეს ქალი, რომლის საეჭვო ჩანთაშიც მეტამფეტამინი იპოვეს. ამის შესახებ გამოცემა smoking Gun წერს.
პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს მანქანა, რომელშიც 31 წლის ტერინ აკრი იჯდა. მათ ავტომობილი გაჩხრიკეს და შიგნით ნახეს საეჭვო ჩანთა წარწერით „ეს ნამდვილად არ არის ნარკოტიკით სავსე ჩანთა“. შიგნით ბევრი ამფეტამინი, შპრიცები და ციფრული სასწორი იყო განთავსებული.
ქალი აკრძალული ნივთიერებების შენახვა – გასაღებაში დაადანაშაულეს. გამოძიება დაწყებულია და სასამართლომდე ეჭვმიტანილი გირაოს – 15,5 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.