LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელების ამნისტიას დაზარალებულების თანხმობა დავამატოთ: სამადაშვილი

121
1614627860-204139-2021-03-29-16-29-37-191514

საქართველოს პარლამენტის არჩეული დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს და აღნიშნავს, რომ სამართალდამცავების ნაწილში დაზარალებული მხარის თანხმობა უნდა დაემატოს.

“ამნისტიის კანონში შეიძლება ჩაიწეროს მხოლოდ და მხოლოდ ამნისტირება კონკრეტულ მუხლებთან მიმართებით. რაც ნიშნავს, რომ ეს კანონი ზოგადი კი არ იქნება, არამედ იქნება კონკრეტული და შეეხება კონკრეტული მუხლით ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდებულ ან მისჯილ პირებს. მოქალაქეების მხრიდან არის 16 ადამიანი, რომელიც ამ კატეგორიას ექვემდებარება, გარდა ნიკა მელიასი და საუბარია 3 პოლიციელზე, რომელიც ბრალდებულია თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის.

საუბარია იმაზე, რა ფორმით უნდა მოხდეს ამნისტიის კანონის გაფორმება. ჩემი აზრია და ვფიქრობ, რომ ბევრი კოლეგა ამას იზიარებს – პოლიციელების შემთხვევაში ამას უნდა დავამატოთ დაზარალებული მხარის თანხმობა. ამ ყველაფერზე მსჯელობა გაიმართება კანონის მიღების პროცესში”.- აცხადებს სამადაშვილი.

იმ პირობებით მიიღება, რაც შეთანხმებაშია, “ოცნებას” საკითხზე სუბიექტური ინტერესი არ გააჩნია – თალაკვაძე ამნისტიაზე

როდესაც ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოს არ ეთანხმები, მერე “ქართული ოცნების” მხრიდან შეწყალებას როგორ უნდა დაეთანხმო?: ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g