LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელის მიმართ დისკრიმინაციის მსგავსი მასშტაბი აბსოლუტურად მიუღებელია: მდინარაძე ოპოზიციის კანონპროექტზე 

47
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამნისტიის შესახებ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს დისკრიმინაციულს უწოდებს. მისი განცხადებით, „პოლიციელის მიმართ დისკრიმინაციის მსგავსი მასშტაბი აბსოლუტურად მიუღებელია“.

როგორც მდინარაძე Facebook-ზე წერს, პოლიციელის მიმართ აგდებული დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია.

თუ ამნისტია ნიკა მელიას უნდა შეეხოს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს: ვახტანგ გომელაური

ხელისუფლების მთავარი ამოცანაა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც დამნაშავეებს გაათავისუფლებს: გიგი წერეთელი

„წარმოუდგენელია, ვის მოაფიქრდა, რომ ამნისტიის პირობა იყოს დაზარალებულის თანხმობა, ოღონდ ისე, რომ დაზარალებული თუ პოლიციელია, მისი აზრი და თანხმობა არავის აინტერესებდეს. ცუდი არ იქნება, ალტერნატიული ამნისტიის პროექტის ავტორები მიხვდნენ, რომ პოლიციელის მიმართ დისკრიმინაციის მსგავსი მასშტაბი აბსოლუტურად მიუღებელია, აღარაფერს ვამბობ მათი პროექტის სხვა ხარვეზებზე – პროექტი არ შეესაბამება შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც უნდა მომზადებულიყო თავად ეს კანონპროექტი.

ყველაზე კარგი იქნება, მელია დათანხმდეს ევროკავშირის გირაოს, ოპოზიციასაც ხელ-ფეხი უფრო გახსნილი გვექნება: სერგო ჩიხლაძე

ამიტომ, ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ასე მეორეხარისხოვნად საუბრობენ პოლიციელებზე. ამ ქვეყანაში პრიორიტეტულია ყველა ადამიანის უფლებების დაცვა, დემონსტრანტი იქნება ის, პოლიციელი თუ სხვა, საიდანაც პოლიციელის უფლებების გამორიცხვა და მათი ამგვარი დისკრიმინაციის მცდელობა ყურადღების მიღმა არასდროს უნდა დარჩეს“, – წერს მამუკა მდინარაძე.

19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე ამნისტიის გამოცხადების გარდა, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაც იგეგმება

magti 5g