LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოლიციელს, ბადრაგს, მანდატურს, პროკურორს, მოსამართლეს – შეუძლებელია არ ესმოდეთ, რომ ამ სიყალბეს ერთი ადამიანის (ნიკუშა კაციას) სიცოცხლე ეწირება… კეთილი, აზრიანი, მხიარული და სრულიად უბოროტო ადამიანის“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ნიკუშა კაციას საქმეზე

176
ნიკუშა კაცია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

„ნიკა კაციას პროცესზე ის პოლიციელი დაიკითხა, რომელმაც, კონიაკით მთვრალმა, 14 გრ კოკაინი ჩაუდო ადამიანს, რომელსაც სიგარეტის ფულის პრობლემა ჰქონდა.
არაფერი ახსოვს, საერთოდ არაფერი – დიდი ხნის წინ მოხდაო, თუმცა დეტალებში ჰყვება ქურთუკის რომელი ჯიბიდან ამოიღო პოლიეთილენის პარკი, შიგნით ფხვნილით“,
– ამის შესახებ სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტის, ნიკუშა კაციას სასამართლო პროცესს ეხმაურება.

მისი თქმით, „ბადრაგი, რომელსაც ნიკუშა კაცია დაჰყავს ციხიდან სასამართლოზე უყურებს და უსმენს ამ ყველაფერს, შეუძლებელია ვერ ხვდებოდნენ, რომ ფარსია თავიდან ბოლომდე ყველაფერი“.

მისი განმარტებით, პოლიციელს, ბადრაგს, მანდატურს, პროკურორს, მოსამართლეს – „შეუძლებელია არ ესმოდეთ რომ ამ სიყალბეს ერთი ადამიანის სიცოცხლე ეწირება“.

ჯაფარიძე წერს, რომ პროკურორი, შიშით უსმენს მის მოყვანილ მოწმეს შემთხვევით რამე არ წამოსცდეს ისეთი, რაც სიმართლეს ცხადს გახდის.

„ნიკა კაციას პროცესზე ის პოლიციელი დაიკითხა, რომელმაც, კონიაკით მთვრალმა, 14 გრ კოკაინი ჩაუდო ადამიანს, რომელსაც სიგარეტის ფულის პრობლემა ჰქონდა.
არაფერი ახსოვს – საერთოდ არაფერი, დიდი ხნის წინ მოხდაო, თუმცა დეტალებში ჰყვება ქურთუკის რომელი ჯიბიდან ამოიღო პოლიეთილენის პარკი, შიგნით ფხვნილით.

ბადრაგი, რომელსაც ნიკა დაჰყავს ციხიდან სასამართლოზე და პირიქით, უყურებს და უსმენს ამ ყველაფერს. შეუძლებელია ვერ ხვდებოდნენ რომ ფარსია თავიდან ბოლომდე ყველაფერი. შეუძლებელია არ ესმოდეთ რომ ამ სიყალბეს ერთი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. კეთილი, აზრიანი, მხიარული და სრულიად უბოროტო ადამიანის. მაგრამ ,,მე ჩემს საქმეს ვაკეთებ” მოუდში არიან.

მანდატურები, რომლებიც დამსწრეებს გვარეგულირებენ დარბაზში თუ მის გარეთ, უყურებენ და უსმენენ ამ ყველაფერს. პრაქტიკულად ყოველდღე ხედავენ, რომ საქმე (საქმეები) თეთრი ძაფით ნაკერია და დღე-დღეზე სრულიად უდანაშაულო ადამიანს ციხეში გაუშვებენ რამდენიმე წლით. ერთს არა, წყებას უდანაშაულო ადამიანების, მაგრამ ,,მე აქ წესრიგს ვიცავ” მოუდში არიან.

პროკურორი, რომელიც ჩა***ლი და თვალებგადმოკარკლული ზის იმის შიშით, რომ მის მოყვანილ მოწმეს შემთხვევით რამე არ წამოსცდეს ისეთი, რაც სიმართლეს ცხადს გახდის. რომელიც ყოველ მეორე წინადადებაზე ეჩრება ბრალდებულს საუბარში რომ დაასწროს მოწმეს სწორი პასუხის გაცემა.

და მაინც, სიმართლე ცხადზე ცხადია. ყველა, ვინც ესწრება ამ სპექტაკლს, ხვდება ამას. მაგრამ ამ ჰალსტუხიან კომკავშირელს საბოლოო ჯამში არც ეგ აღელვებს. დავალება აქვს, რომ ეს ტყუილი ბოლომდე დაიცვას და ადამიანი, რომელსაც სიკეთის მეტი არავისთვის არაფერი გაუკეთებია, ციხეში გაუშვას რამდენიმე წლით.

ნიკა კაცია მოსამართლეს: „თქვენ რომ გითხრათ, მკვლელი ხართო, ასეთ უსამართლობასთან მაქვს საქმე“

„თურმე მითხრეს, რომ შეურაცხმყოფელი ფრაზები არ შეიძლება…. მთელი ცხოვრება რომ დამტოვონ ციხეში, არ ვაპირებ იგივე ვუსურვო, ბატონი ჭიტაძეს [პროკურორი] იქნება, თუ სხვას. [ციხეში] დამცინიან, იცინიან ადამიანები, მოქმედებაზე, საუბარზე“.

ეს ჰგონია საქმე. ესე ჰგონია სწორი. რაღაც უფრო დიადს ემსახურება ვიდრე სიმართლის დადგენა. შეაქებენ, პრემიას მისცემენ, დააწინაურებენ, კაცი გახდება თავის გარემოცვაში.
პოლიციელი, რომელიც სისტემაში მუშაობამ ბოლომდე გარყვნა, რომელსაც აღარც კი ახსოვს როდის ჩაუდო პირველად ვიღაცას რაღაც კანონსაწინააღმდეგო, როდის გაწირა პირველად ცრუ ჩვენებით ციხისთვის უდანაშაულო ადამიანი, როდის დაიჯერა პირველად, რომ ასეა სწორი რადგან ასე აკეთებს ყველა ამ სამსახურში, რელიგიურ ფიცს დებს ღვთის წინაშე რომ მხოლოდ სიმართლეს იტყვის და შემდეგი წინადადებიდან იწყებს მხოლოდ ტყუილების მოყოლას.

ნული ემოცია. ნული სინანული. ნული დაფიქრება იმაზე რას აკეთებს. ნული ეჭვი. საღამოს, თუ გაუშვეს სახლში დასასვენებლად და ისევ სადმე ქუჩაში ყოფნა არ მოუწია, წავა და ცოლ-შვილს ჩაეხუტება. დაიძინებს დაღლილი მშვიდად, მაგრამ ამ ცირკში ყველაზე ამაზრზენები მაინც მოსამართლეები არიან.

ნანკა კალატოზიშვილი: „წარმოუდგენელი სპექტაკლია – ნარკოტიკის ჩადების დრო დაგვიბრუნეს, გვეგონა, რომ ეს ყველაფერი ძლივს წარსულს ჩავაბარეთ“

ამ ჯოჯოხეთური ტყუილების ნიაღვარს, ტყუილების რომლებსაც კონკრეტული ადამიანების ცხოვრების კონკრეტული წლები ეწირება, ხელოვნური სიმართლის ბეჭედს ეგ მანტიამოსხმული, სინდისისგან დაცლილი მარიონეტები ასვამენ. მანამდე კი ცირკს ხელმძღვანელობენ, სადაც ყველამ ყველაფერი იცის, სადაც ყველაფერი ხელის გულზე დევს, სადაც მხოლოდ გონებაშეზღუდულს შეიძლება დარჩეს კითხვა იმასთან დაკავშირებით სადაა სიმართლე და სად ტყუილი.

ტყუილი არის რეჟიმის მთავარი საყრდენი და სინდისის მქონე ადამიანებთან ბრძოლის მთავარი იარაღი. მე არ ვიცი რამდენი ხანი დაგვჭირდება ბრძოლა გამარჯვებამდე, მაგრამ იგივე ტყუილი იქნება ის რაც ამ რეჟიმს მოუ***ავს დედას“, – წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ჟურნალისტს 14 გრამ კოკაინის ქონას ედავებიან.

ნიკუშა კაცია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და დაკავებას მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მის აქტიურ მონაწილეობას უკავშირებს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

ფოტო: „მარინა არის გამორჩეულად მშვიდი დედებში…შემდეგ გაბედა და გვკითხა, არის შანსი სამუდამოდ მოუწიოს ნიკას ციხეში ყოფნაო?!, მერე ცრემლებიც ვეღარ შეიკავა“ – ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური პოსტი

ნიკა კაციას პროცესზე ის პოლიციელი დაიკითხა, რომელმაც, კონიაკით მთვრალმა, 14 გრ კოკაინი ჩაუდო ადამიანს, რომელსაც…

Posted by Zurab Girchi Japaridze on ხუთშაბათი, 24 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g