LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციის მთავარ სამმართველოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე გამოკითხეს

141
ლევან ჩხეიძე

პოლიციის მთავარ სამმართველოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე გამოკითხეს. საქმე ეხება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ ყოფილი მეუღლის ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებას.

ლევან ჩხეიძე პოლიციის მთავარ სამმართველოში ადვოკატ კახა წერეთელთან ერთად იმყოფებოდა. როგორც კახა წერეთელმა განაცხადა, ლევან ჩხეიძის პოლიციის განყოფილებაში დაბარება მის მიერ გაკეთებულ სატელევიზიო კომენტარებს უკავშირდებოდა.

„გამოკითხვა ეხებოდა გარკვეულ პროცესუალურ საკითხებს. ამ შემთხვევაში გამოძიებას აინტერესებდა, რამდენად იყო ხელმისაწვდომი საქმის მასალები ადვოკატ ლევან ჩხეიძისთვის. ბუნებრივია მან მისცა განმარტება, რომ საქმის მასალებზე მას არანაირი წვდომა არ აქვს. საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე, რის შესახებაც ლევან ჩხეიძეს ჰქონდა გარკვეული კომენტარები გაკეთებული სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში და ამის გამო შეკითხვები გაუჩნდა გამოძიებას, ხომ არ ჰქონდა ლევან ჩხეიძეს წვდომა საქმის მასალებზე, რაზეც ამომწურავი პასუხი გაეცა, რომ მას ამ ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდა“, – განაცხადა კახა წერეთელმა.

თავად ლევან ჩხეიძემ პოლიციის მთავარ საამართველოში შესვლამდე განაცადა, რომ ადვოკატის საქმეზე მოწმედ დაბარება არის წარმოუდგენელი რამ.

„1 აპრილი ყოფილიყო, ვიფიქრებდი, რომ მეხუმრებოდა ვიღაც. მაგრამ 5 აპრილი, მგონი, ხუმრობის დღე არ არის. ეტყობა, გამოძიებას ისე უჭირს, არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და ჩემგან უნდათ მტკიცებულებები ამოიღონ,“ – განაცხადა ლევან ჩხეიძემ პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე.

აღსანიშნავია, რომ ლევან ჩხაიძის დაცვის ქვეშ მყოფი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოდან რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა და შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე ის დაკითხული არ არის.

პოპულალურები