ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა, ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ზაფხულის პერიოდში ასე თავისუფლად რომ არ ვყოფილიყავით, დღეს ქვეყანაში ეს შედეგები არ იქნებოდა.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ეპიდვითარებაზე პოლიტიკურმა პროცესებმაც იქონია გავლენა.
„გარკვეული დაღი, დღევანდელ ეპიდსიტუაციას, პოლიტიკურმა პროცესებმაც დაასვა, პოლიტიკური პროცესების მძევალი გახდა ეპიდემია, რადგან აქ ბევრი ნიუანსი იყო. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ა.შ. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, შესაბამისად ჩვენ სჯობს ვორიენტირდეთ არსებული რეალობის სწორ გააზრებაზე და შემდგომი ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე და წარსულზე, რა როგორ სჯობდა, პანდემიის დასრულების შემდეგ ვისაუბროთ, რადგან ახლა ამის დრო არ არის“,- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “მაესტროს” ეთერში.
“სრული ლოქდაუნი ჩვენს ქვეყანაში წარმოუდგენელია, მაგრამ მკაცრი შეზღუდვების დაწესება აუცილებელია” – ბიძინა კულუმბეგოვი
ბიძინა კულუმბეგოვი: „დამტკიცდა ტესტი, რომელსაც სახლში დამოუკიდებლად გაიკეთებთ კორონავირუსის გამოსავლენად“
“ყველა კორონავირუსით დაავადებული ადამიანი ჯამურად დაახლოებით 1 კილოგრამ კორონავირუსს ატარებს” – ბიძინა კულუმბეგოვი
