ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში საინტერესო კვლევას აზიარებს.
კულუმბეგოვი წერს, რომ დღეს მსოფლიოში ყველა კორონავირუსით დაავადებული ადამიანი ჯამურად დაახლოებით 1 კილოგრამ კორონავირუსს ატარებს.
“გამოთვალეს, რომ კორონავირუსით დაავადებული თითოეული ადამიანი, ინფექციის პიკის დროს ატარებს 10X9-10X11 ვირიონების რაოდენობას, რომელთა ჯამური მასა 1 µგ დან 0.1 მგ – მდეა. აღნიშნული ნიშნავს, რომ დღეს მსოფლიოში ყველა კორონა ვირუსით დაავადებული ადამიანი ჯამურად ატარებს დაახლოებით 1 კილოგრამ კორონავირუსს.
აი, რა გახდა ამ 1 კგ „შავი ჭირის“ მოშორება, ესეთი მოწყვლადები და სახტად დარჩენილები რომ დაგვტოვა”-წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

