LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონელებს სახლის გამწვანებისთვის გადასახადებისგან გაათავისუფლებენ

64
eddie-zhang-a6lglszgwte-unsplash

პოლონეთში გადაწყვიტეს, რომ ყველა ვინც სახლს გაამწვანებს – გადასახადებისგან გაათავისუფლონ. საინტერესო იდეა ქალაქ კალიშის ხელისუფლებას გაუჩნდა და შეთავაზება ძალაში 2022 წლიდან შევა. ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის ადამიანები ვინც სახლის სახურავს ან ფასადს მრავალწლიანი მცენარეებით გააფორმებს.

ფასადებსა და სახურავებზე სიმწვანე პოლონურ ქალაქს მავნე გამონაბოლქვთან ბრძოლაში დაეხმარება. გარდა ამისა, მწერებისა და ჩიტების პოპულაციაც გაიზრდება.

„მწვანე“ სახურავები კონდიციონერის ეფექტს შექმნის და ქალაქს ცხელი ზაფხულის გადატანას გაუადვილებს.

ზოგადად, სახურავების გამწვანება საერთო ევროპული ტრენდია და მას საქალაქო სივრცის გაუმჯობესებისთვის მიმართავენ. დღესდღეობით მწვანე სახურავების ნახვა ბევრ ევროპულ ქალაქში, მათ შორის ამსტერდამსა და ლინცშია შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები