კლინიკა „ვივა მედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა “გაუგებარ ინციდენტს”, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
“პროტოკოლის დაცვით აღებული იყო მასალა ( აიღეს თავად პოლონელებმა ვივამედისექიმების თანდასწრებით), დაილუქა, 1 კონტეინერი წაიღეს პოლონელმა ექიმებმა, მეორე დარჩა კლინიკაში, რომელსაც ჩვენ გავაგზავნით კვლევაზე, წინდებით და ფეხსაცმელებით გამოტანილი მასალა აიღეს მოწმეების გარეშე) რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტურიმიზნებისთვის, ვერ გეტყვით”,- დაწერა ნადირაძემ სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით კი კომენტარში განმარტა:
“ყველაფერს წინდებში ვინახავო, ჯიბეები არ მიყვარსო, ასე თქვა, ოღონდ მართლა”.
შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას და კადრებს ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა “გაუგებარ ინციდენტს”, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
ამასთან, უწყება განმარტავს, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება “ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას”.