LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთი ტრადიციული აგრეგატის მქონე ავტომობილების აკრძალვის წინააღმდეგია

35
cars

პოლონეთის ხელისუფლება ევროკომისიის შემოთავაზებას ეწინააღმდეგება და 2035 წლიდან ტრადიციული აგრეგატის მქონე ავტომობილების აკრძალვა არ სურს. ასეთი განცხადება კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრმა გააკეთა. ამავდროულად, მსგავსი მოსაზრებები უკვე გააჟღერეს გერმანიაშიც, სადაც სურთ რომ ავტო სამყაროსთვის ნაკლებად მტკივნეულ კომპრომისს მიაგნონ. კიდევ 5 ევროპული ქვეყანა – იტალია, პორტუგალია, სლოვაკეთი, რუმინეთი და ბულგარეთი – 2040 წლამდე მოცდას ითხოვენ. 2035 წლამდე კი მსუბუქი ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის 90%-ით შემცირებას უჭერენ მხარს.

რაც შეეხება პოლონეთს, ქვეყანას არ აქვს ყველა საჭირო რესურსი იმისთვის, რომ 2035 წლიდან ბენზინის და დიზელის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვა აკრძალოს. ბაზარზე არ არსებობს ელექტროქარები, რომლებსაც ერთი დამუხტვით ათასი კილომეტრის გავლა მაინც შეუძლიათ, ან 2 საათზე ნაკლებ დროში იმუხტებიან.

აღსანიშნავია, რომ თავიდან ევროკომისიის შეთავაზებას მხარი თითქმის ყველამ დაუჭირა, თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და საწინააღმდეგო აზრების გაჟღერებაც დაიწყეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები