LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთმა, შესაძლოა, ემბარგო მეტ უკრაინულ პროდუქტს დაუწესოს

220
პოლონეთი

პოლონეთმა, შესაძლოა, ემბარგო მეტ უკრაინულ პროდუქტს დაუწესოს, თუ ოფიციალური კიევი მარცვლეულის კონფლიქტს უფრო გაამწვავებს – ამ კომენტარით პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის, ტარას კაჩკას განცხადებას გამოეხმაურა პოლონეთიდან უკრაინაში რამდენიმე სახეობის ხილისა და ბოსტნეულის შესაძლო ემბარგოს შესახებ.

პოლონეთის მთავრობის მეთაურის თქმით, პოლონეთმა ბევრი გააკეთა უკრაინისთვის და ამიტომაც უკრაინისგან პოლონეთის ინტერესების სწორად გაგებას მოელის. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლონეთი იმ პროდუქტების სიას გააფართოებს, რომელთა პოლონეთში იმპორტიც უკრაინიდან ხორციელდება.

„ჩვენს ინტერესებს მტკიცედ დავიცავთ. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინული მხარის პრობლემებს პატივისცემით არ ვეკიდებით, თუმცა ჩვენთვის პირველ ადგილზე ჩვენი ფერმერების ინტერესებია“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას წყვეტს და საკუთარი თავის უფრო თანამედროვე შეიარაღებაზე ფოკუსირდება.

პოლონეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე მიიღო. 18 სექტემბერს უკრაინის ელჩი პოლონეთის საგარეო უწყებაში გაეროში უკრაინის პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვის გამო დაიბარეს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ზოგიერთი მეგობარი ქვეყანა ევროპაში “პოლიტიკურ თეატრში სოლიდარობას თამაშობს და მარცვლეულით თრილერს ქმნის”. ოფიციალურმა ვარშავამ ეს კომენტარი დაგმო და მას უსამართლო უწოდა პოლონეთის მიმართ, რომელიც უკრაინას ომის პირველივე დღეებიდან უჭერს მხარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g