LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში, კლინიკიდან COVID 19-ის ვაქცინა მოიპარეს

111
ვაქცინაააააა

პოლონეთში COVID-19-ის ვაქცინის ქურდობის ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას, პოლონური მედია ავრცელებს.

”ღამით, პირველადი, სპეციალაური სამედიცინო დახმარების კერძო დაწესებულებიდან ილოვო-ოსადის დასახლებულ პუნქტში, COVID 19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინები მოიპარეს”.

მედიის ინფორმაციით, მძარცველებმა COVID 19-ის ვაქცინის 18 დოზა წაიღეს. აღნიშნული ფაქტის გამო გარკვეული რაოდენობის ადამიანების აცრა გადაიდება. სამკურნალო დაწესებულებიდან სხვა არაფერი დაკარგულა.

”კლინიკაში ქურდობის შესახებ შეტყობინება, შესვენების დროს მივიღეთ. ყველა კვალს მივყვებით. მძარცველებმა ფანჯრის მინა ჩაამტვრიეს და შენობაში სავარაუდოდ, იქიდან შევიდნენ”. პოლიციის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს საგამოძიებო ჯგუფი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აღნიშნული კლინიკიდან აქამდეც ყოფილა ძარცვის ფაქტები, რაც დიდი ოდენობით თანხის მოპარვასთან იყო დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ, პოლონეთში ”კოვიდპასპორტებს” გადასცემენ. ამის შესახებ, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა გოლავსკამ განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები