LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

81
fhobhkvxoaq1yer

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივნის ედრიენ უოტსონის განცხადებაში, რომელიც თეთრის სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული წერია, რომ „პოლონეთში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“. მათივე განმარტებით, „უკრაინას გააჩნდა და გააჩნია თავდაცვის უფლება“.

„საბოლოო ჯამში ამ ტრაგიკულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ჩვენ ვერ დავინახეთ ვერაფერი, რაც შეეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტ დუდას წინასწარ შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს აფეთქება, დიდი ალბათობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტის შედეგი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა. ჩვენ გავაგრძელებთ გამჭვირვალედ შეფასებას და ახალი ინფორმაციის მოსვლისთანავე გაზიარებას. ასევე გავაგრძელებთ მჭიდრო კონტაქტს უკრაინელებთან ნებისმიერ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მათ გააჩნიათ, რომ სურათი შეივსოს.

იმისდა მიუხედავად, თუ როგორი იქნება საბოლოო დასკვნები, გასაგებია, რომ მხარე, რომელიც საბოლოო ჯამში პასუხისმგებელია ამ ინციდენტისთვის, არის რუსეთი, რომელმაც უკრაინა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამიზნული რაკეტებით დაბომბა. უკრაინას გააჩნდა და გააჩნია თავდაცვის უფლება“, – წერია განცხადებაში.

„ასოშიეითედ პრესი“ – ამერიკელი წყაროების ვარაუდით, პოლონეთში ჩამოვარდა უკრაინელების მიერ ნასროლი რაკეტა, რომელიც რუსულ რაკეტას იგერიებდა

„საშინელი ინციდენტია“, „არ უნდა ვამტკიცოთ, რომ რაკეტა რუსეთიდან გაუშვეს“ – როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები პოლონეთში მომხდარ აფეთქებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g