LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასოშიეითედ პრესი“ – ამერიკელი წყაროების ვარაუდით, პოლონეთში ჩამოვარდა უკრაინელების მიერ ნასროლი რაკეტა, რომელიც რუსულ რაკეტას იგერიებდა

87
Untitled design

„ასოშიეითედ პრესი“ პოლონეთში მომხდარი აფეთქების შესახებ სამი ამერიკელი ოფიციალური პირის ვარაუდს აქვეყნებს.

როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ უკრაინის საზღვართან, პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდნილი რაკეტები შესაძლოა იყოს უკრაინული მხარის მიერ გაშვებული, რომლებიც რუსების სარაკეტო თავდასხმის მოსაგერიებლად ისროლეს.

„რუსეთი პოლონეთის აფეთქებაში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.

როგორც სამმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, ისინი წინასწარი შეფასებებით ვარაუდობენ, რომ რაკეტა უკრაინულმა ძალებმა გაისროლეს რუსეთისგან ნასროლი რაკეტის მოსაგერიებლად.

ოფიციალურმა პირებმა ამის შესახებ მედიას ანონიმურობის პირობით განუცხადეს“, – წერს მედია.

შეგახსენებთ, საზღვართან მომხდარ აფეთქებას და 2 ადამიანის გარდაცვალებას ოოფიციალურად ადასტურებს.

პოლონეთის საგარეო უწყებამ ასევე გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, საიდან იყო ნასროლი რაკეტა. მომხდართან დაკავშირებით, სამინისტროში რუსეთის ელჩიც დაიბარეს.

პოლონეთში მომხდარის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით აქ:

ვგმობთ რუსეთის ბარბაროსულ თავდასხმებს უკრაინაზე, პოლონეთს აფეთქების გამოძიებაში დახმარებას ვთავაზობთ – ნატოსა და G7-ის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პოლონეთი საზღვართან მომხდარ აფეთქებას და 2 ადამიანის გარდაცვალებას ოფიციალურად ადასტურებს

Associated Press: პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, 2 რაკეტა ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარების ბრძანება გასცა: პიოტრ მიულერი

“სოლიდარობა პოლონეთს…მზად ვართ დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი” – რა განცხადებას ავრცელებენ ლიტვა და ესტონეთი

“ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს”: არტის პაბრიქსი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

“რუსული სარაკეტო ტერორის ახალი ტალღა ცინიკური სილაა “დიდ ოცეულის” 19 წევრისთვის” – ზელენსკი

შარლ მიშელი: ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით

“სიტუაციას ვაკვირდებით…ვესაუბრე პრეზიდენტ ანჟეი დუდას” – იენს სტოლტენბერგი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g