LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვგმობთ რუსეთის ბარბაროსულ თავდასხმებს უკრაინაზე, პოლონეთს აფეთქების გამოძიებაში დახმარებას ვთავაზობთ – ნატოსა და G7-ის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

55
Untitled design (2)

ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტის ფარგლებში შეკრებილი „დიდი შვიდეულისა“ და ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები, საგანგებო შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მიმართვის ავტორები გმობენ რუსეთის თავდასხმებს უკრაინის ტერიტორიაზე და ასევე პოლონეთის ხელისუფლებას მომხდარი აფეთქების გამოძიებაში სრულ მხარდაჭერას ჰპირდებიან:

„ჩვენ ვგმობთ ბარბაროსულ სარაკეტო თავდასხმებს, რომლებიც რუსეთმა სამშაბათს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განახორციელა.

განვიხილეთ აფეთქება, რომელიც პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინის საზღვართან მოხდა. ჩვენ ვთავაზობთ სრულ მხარდაჭერას და დახმარებას პოლონეთს მიმდინარე გამოძიებაში. ვთანხმდებით, რომ დავრჩეთ მჭიდრო კავშირში, რათა განვსაზღვროთ შესაბამისი შემდგომი ნაბიჯები გამოძიების მიმდინარეობისას.

მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, ასევე გამოვთქვამთ მზაობას, რუსეთს პასუხისმგებლობა დავაკისროთ მის თავხედურ თავდასხმებზე, მიუხედავად იმისა, რომ G20 იკრიბება, რათა გაუმკლავდეს ომის ფართო ზემოქმედებას. ვუსამძიმრებთ პოლონეთსა და უკრაინაში დაღუპულების ოჯახებს“, – წერია ერთობლივ განცხადებაში.

პოლონეთში მომხდარი ფაქტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვრცლად გაეცნობით აქ:

პოლონეთი საზღვართან მომხდარ აფეთქებას და 2 ადამიანის გარდაცვალებას ოფიციალურად ადასტურებს

Associated Press: პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, 2 რაკეტა ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარების ბრძანება გასცა: პიოტრ მიულერი

“სოლიდარობა პოლონეთს…მზად ვართ დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი” – რა განცხადებას ავრცელებენ ლიტვა და ესტონეთი

“ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს”: არტის პაბრიქსი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

“რუსული სარაკეტო ტერორის ახალი ტალღა ცინიკური სილაა “დიდ ოცეულის” 19 წევრისთვის” – ზელენსკი

შარლ მიშელი: ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით

“სიტუაციას ვაკვირდებით…ვესაუბრე პრეზიდენტ ანჟეი დუდას” – იენს სტოლტენბერგი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g