LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონური ქალაქის ქუჩებიდან რეკლამები გააქრეს

46
Hotel_Sheraton_Plaza_Zdrojowy_Sopot_Polonia_2013-05-22_DD_04-980x500

პოლონეთში, ტურისტულ ქალაქ ვისლაში რეკლამა აღარ არის – არც კომერციული და არც სოციალური. დასახლების ქუჩებიდან ყველა ბილბორდი თუ ბანერი აიღეს. ამიერიდან რეკლამის განთავსება არანაირი ფორმით არ იქნება დაშვებული. კანონდამრღვევებს კი სერიოზულ ჯარიმებს გამოუწერენ. ამის შესახებ ინფორმაციას notes from Poland ავრცელებს.

ქუჩებში მხოლოდ ქვეითებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მიმანიშნებლები დატოვეს. 2025 წლიდან კი ამ ყველაფერსაც აიღებენ.

„ვიზუალური სმოგი“ (ასე უწოდებენ სპეციალისტები ზედმეტ რეკლამას) მერიის აზრით ქალაქის ისტორიულ იერსახეს აბინძურებს და ტურისტებს აფრთხობს. ზედმეტი რეკლამის გამო ვისლა პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვისაც უინტერესო ქალაქად იქცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები