სურსათის უვნებლობის სპეციალისტის ირაკლი არაბულის განცხადებით, პომიდვრის მაცივარში შენახვა არ შეიძლება.
ის საზოგადოებას ვიდეომიმართვას უზიარებს, სადაც სასარგებლო რჩევებს იძლევა.
„პომიდვრის გემო დამოკიდებულია მის სიმწიფეზე და მისი სიმწიფის პერიოდზე. მაცივარში შენახვისას დაბალი ტემპერატურა პომიდორს უშლის ხელს, რომ დამწიფდეს ბოლომდე, ამიტომ პომიდორი უნდა შევინახოთ მაცივრის გარეშე, ისეთ ადგილას სადაც პომიდორი განაგრძობს სიმწიფის პროცესს და უფრო გემრიელი გახდება.
თუ არ გვსურს პომიდორი ზედმეტად დამწიფდეს და წავიდეს სიდამპლისკენ ამ შემთხვევაში შეგვიძლია შევინახოთ მაცივარში, თუმცა პომიდორმა რომ გემრიელი გემო მიიღოს საჭიროა ის დამწიფდეს სრულყოფილად ბოლომდე, ამისთვის კი მაცივრის გარეშე გრილ ადგილას უნდა შეინახოთ“, – ამბობს ირაკლი არაბული
