LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პომპეო საქართელოში დღეს ჩამოდის – ხელისუფლების გეგმები და ოპოზიციის მოლოდინები

96
Mike Pompeo

საქართველოში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო მდივანი ჩამოდის.

მაიკ პომპეოს თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.

ოფიციალურ შეხვედრებს, ქვეყნის პრემიერთან, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე პატრიარქთან ამერიკის პირველი დიპლომატი მეორე დღისთვის გეგმავს.

გათვალისწინებულია აუდიენცია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაც.

ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ მაიკ პომპეო ხელისუფლებას შეახსენებს დემოკრატიული ქვეყნის ძირითად პრინციპებსა და მათ შორის უმთავრესს – სამართლიანი და მიუკერძოებელი არჩევნების მნიშვნელობას.  ოპოზციის წევრების განცხადებით, რომელთანაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა არ იგეგმება, ისინი მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად მდუმარე აქციას გამართავენ.
ოპოზიციის ლიდერების განმარტებით, მათი მიზანია მაიკ პომპეომდე მიიტანონ საერთო გზავნილი, რომ არჩევნები გაყალბებულია.

“ქართულ ოცნებაში” მაიკ პომპეოს ვიზიტს ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მორიგ მხარდაჭერად მიიჩნევენ. მმართველ პარტიაში თვლიან, რომ ეს დასტურია თუ რამდენად ახლო ურთიერთობა აქვს საქართველოს მის დასავლელ მხარდამჭერებთან.
უმრავლესობაში ასევე განმარტავენ, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილება – აქციით გააგებინონ ამერიკელ მაღალჩინოსანს თუ რა ხდება ქვეყანაში – აბსურდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები