27 ივლისს ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება კონცერტი „პოპულარული ქართული დუეტები კინოფილმებიდან და სპექტაკლებიდან“ , საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები: დავით ნოზაძე, ნეკა სებისკვერაძე, აკომპანიატორი ნინო გულიაშვილი, სპეციალური სტუმარი მსახიობი მსახიობი ნანული სარაჯიშვილი და წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე.
პროექტი „პოპულარული ქართული დუეტები კინოფილმებიდან და სპექტაკლებიდან“ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს “ახალი შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის” საგრანტო კონკურსის II ეტაპის გამარჯვებულია.
ნეკა სებისკვერაძისა და დავით ნოზაძის დუეტის პროგრამა პირველად 2017 წელს მოისმინა მსმენელმა, პროექტის „თბილისური ეზოები“ ფარგლებში, მას შემდეგ დუეტმა არაერთი კონცერტი გამართა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მათ შორის საზღვრებს გარეთაც, პროექტი „პოპულარული ქართული დუეტები კინოფილმებიდან და სპექტაკლებიდან“ სპეციალურად ბათუმისათვის შეიქმნა და მასზე დასწრების შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ მსურველს.
27 ივლისს, 21:00 ბათუმის საზაფხულო თეატრში დასწრება დავისუფალია