LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოპულიზმი რომ ოლიმპიური სახეობა იყოს, თქვენ, ბატონო გიორგი, უდავოდ ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდით“ – თალაკვაძე ვაშაძეს

167
თალაკვაძე ვაშაძეს

„პოპულიზმი რომ ოლიმპიური სახეობა იყოს, თქვენ, ბატონო გიორგი, უდავოდ ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდით“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს მიმართა.

გიორგი ვაშაძე: 11 წლის წინ, 1-ელ ოქტომბერს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ამ 11 წელს შეგვიძლია დავარქვათ უკუსვლის 11 წელი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ წლების წინ პრემიერ-მინისტრს სესხების განულების გამო აკრიტიკებდნენ და ახლა, იგივე თურმე კეთილშობილური საქმეა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ეს წმინდა წყლის პოპულიზმია.

„გაილახება“ – გიორგი ვაშაძის მიერ ვახტანგ გომელაურის მისამართით ნათქვამ რეპლიკებს „ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა

დარბაზში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა საჭირო ტექნიკა გააჩნია, რაც მოწინავე ქვეყნებს აქვს.

„ბატონი გიორგი ვაშაძე გამოვიდა და გააკეთა განცხადება, რომ ბიუჯეტის მთელი ზრდა პენსიონერებს მივცეთო და დანარჩენი მიმართულებები მოვხსნათ დღის წესრიგიდანო.

გავუნულოთ სესხებიო, ოღონდ თქვენ ხართ ის ბატონი გიორგი ვაშაძე, ის ბატონი პაატა მანჯგალაძე და ბატონი დანარჩენები, რომლებიც წლების წინ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებდით, რომ სესხების განულება არის მოქალაქეების მოსყიდვა, არ შეიძლებაო და ახლა როცა თქვენ გჭირდებათ თურმე სესხების განულება არის კეთილშობილი საქმე და ამ არჩევნების წინ არაფერი პრობლემა არ არის.

ეს რომ წმინდა წყლის პოპულიზმია ეს განცხადება, მე მგონი ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, რადგან ჩვენი პენსიონერები არიან ამ საზოგადოების ნაწილი და ის ხარჯები, რასაც მთავრობა სწევს მათაც ეკუთვნით.

„რისი ამშენებლები ხართ, სამტრედიის ხიდი ვერ აგიშენებიათ ბიჭო! – ერთ რამეში ხართ პირველ ადგილზე მთელ მსოფლიოში, თუ იცით რაში? – „ტროლების“ რაოდენობაში“ – ვაშაძე უმრავლესობას

ანუ ამ ჯანდაცვით, სოციალური დაცვის სისტემით, რომელსაც ფულს ვუზრდით სარგებლობენ პენსიონერებიც და იმ გაზრდილი ხელფასებითაც პენსიონერების ოჯახის წევრები სარგებლობენ.

მოკლედ რომ გითხრათ, პოპულიზმი რომ იყოს ოლიმპიური სახეობა თქვენ, ბატონო გიორგი ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდით უდავოდ“. –  განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g