LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche 4 წლის განმავლობაში გაყიდულ Taycan-ის ელექტროქარებს უკან გამოიწვევს

114
Porsche 4 წლის განმავლობაში გაყიდულ Taycan-ის ელექტროქარებს უკან გამოიწვევს

Porsche ბოლო 4 წელში გაყიდულ Taycan-ის ელექტროქარებს უკან გამოიწვევს. გერმანულმა ბრენდმა აღიარა, რომ სედანებსა და უნივერსალებს შესაძლოა სამუხრუჭე მილი გაუფუჭდეთ, რაც სითხის გაჟონვას იწვევს. დეფექტი დამუხრუჭების ეფექტურობაზე მოახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული Porsche Taycan-ები დილერებმა უნდა შეამოწმონ. ავტომწარმოებლის ინფორმაციით, პრობლემა ელექტრომობილების მხოლოდ 1%-ს აქვს და ბუნებრივია, მილებს უფასოდ გამოცვლიან, თანაც სულ რამდენიმე საათში.

Porsche აღნიშნავს, რომ ელექტრომობილები გადასაადგილებლად სრულებით უსაფრთხოა, სითხის გაჟონვა მოწყობილობების პანელზე აუცილებლად აისახება. თუკი ეკრანზე მანიშნებელი გამოჩნდება, Taycan მაშინვე სადილერო ცენტრში უნდა მიიყვანონ და ტრანსპორტირებისთვის ევაკუატორის გამოძახებაც არ იქნება ურიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები