ცოტა ხნის წინ სოც-ქსელის მეშვეობით გავრცელდა ფოტოები, სადაც გამოსახულია კომპანია Porsche-ს ავტომობილების მსგავსი კატაფალკები, რომელიც სპეციალურ ტრანსპორტს დანიშნულების ადგილამდე გადააქვს.
როგორც უცხოური პრესა იტყობინება, თავად გერმანულ კომპანიაში კატაფალკების შესახებ არანაირი ცნობა არ მოიძებნება.
”როგორც ჩანს, საქმე კარგ ინჟინრებთან გვაქვს, რომლებმაც ჩვენი ავტომობილების ვიზუალური დიზაინი კარგად შეისწავლეს და გამოიყენეს კატაფალკების შესაქმნელად. კომპანიაში მსგავსი ავტომობილების წარმოება არც უახლეს და შორეულ მომავალში არ იგეგმება” – განაცხადა Porsche-ს წარმომადგენელმა.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, ისინი აპირებენ გაარკვიონ კატაფალკის შემქმნელთა ვინაობა და სასამართლოს გადასცენ.


