Porsche კომპიუტერის მონიტორების წარმოებას იწყებს. გერმანული ბრენდის გულშემატკივრებმა კარგად იციან, რომ კომპანია გარდა ავტომობილებისა ასევე ტანსაცმელსა და აქსესუარებსაც აწარმოებს. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი, Porshce ტაივანურ კომპანიასთან, AOC-თან თანამშრომლობით ტექნოლოგიების ბაზარსაც აითვისებს.
ახალი მონიტორები მინიმალური დიზაინით გამოირჩევა და მის მფლობელს სადენებში გარკვევაც არ მოუწევს, რადგან ყველაფერი მონიტორის შიგნით იქნება დამონტაჟებული. გარდა ამისა, ახალი AOC PDS-ს კომპაქტური, ტყავის დიზაინი აქვს. მისი ხედვის კუთხე 178 გრადუსია, ფერების აღქმა კი 100%-იანი.
აღსანიშნავია, რომ სიახლე უკვე Amazon-ზეც იყიდება და მისი ფასი 199 დოლარია.

