LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-მ Audi-ის პასუხი ორი წლის შემდეგ გასცა (ვიდეო)

124

სარეკლამო ომები ალბათ არასდროს დასრულდება. კომპანია Porsche-მ გადაწყვიტა Audi-ს 2014 წელს გადაღებული ვიდეორგოლი გაეხსენებინა და პასუხი მხოლოდ ახლა, 2016 წელს გასცა, ცივ გულზე.

სინამდვილეში, რაიმე სერიოზულ ”გასროლაზე” საუბარი არ არის, აქ უფრო მეტად მეგობრულად მხარზე ხელის ”დატყაპუნებაზეა” აქცენტი გაკეთებული რა თქმა უნდა ირონიის მცირე დოზით.

მოკლედ, 2014 წელს Porsche-მ განაცხადა რომ უბრუნდება რბოლას გამძლეობის მსოფლიო ჩემპიონატზე(WEC) LMP1-ის კლასში. Audi-მ კი გამოუშვა ვიდეო, სადაც მომავალ კონკურენტს დაბრუნებას ულოცავს: პროტოტიპი Audi R18 შტუტგარდის გზაზე, სადაც კონკურენტი ფირმის შტაბ ბინა მდებაორეობს ასწრებს Porsche-ს დიზელის ტრაქტორს, დასასრულს კი ასფალტზე ჩნდება წარწერა Welcome Back რაც თარგმანში ნიშნავს ”კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკან”.

2016 წელს კი Porsche-ს პასუხი გამოჩნდა, სადაც ტრაქტორის მძღოლი რადიოში ისმენს, რომ აუდი WEC-ის რბოლიდან მიდის, (ამის შესახებ 2016 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი), მძღოლი ტრაქტორს მოაბრუნებს და შტუტგარდში მიდის, რომ ”მილოცვა” გამოასწორის, რომელიც ”აუდიმ” ორი წლის წინ დატოვა.

 

https://www.youtube.com/watch?v=_3u_14CXSDg

https://www.youtube.com/watch?v=E4cJCiYvgeo

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები