Porsche-მ ტანსაცმლის ახალი ხაზი ყველაზე აქტიურ მამაკაცებს მიუძღვნა. კომპანია Porsche Design სიახლეზე Adidas-თან ერთად მუშაობდა და დიზაინერთა შთაგონების წყარო დიდ ქალაქში მცხოვრები მამაკაცები გახდნენ. ბრენდის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ნივთები მაღალტექნოლოგიური მასალითაა დამზადებული, რის გამოც ისინი განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, რომ ახალი ხაზი მოსაცმელებს, მაისურებსა და ფეხსაცმელებს მოიცავს. ინოვაციური სამოსი ადიდასის მაღაზიებში სულ მალე გამოჩნდება და ფასებიც მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.