Porsche მზადაა ელექტროქარებზე უარი თქვას, თუმცა მხოლოდ ერთ ქვეყანაში. შანხაის ავტოსალონზე ბრენდის გენერალურმა დირექტორმა აღიარა, რომ კომპანია დიდი ალბათობით ჩინეთში „ელემენტიანი“ მანქანების გაყიდვას შეწყვეტს. „უახლოეს ორ სამ წელიწადში ჩვენ ვნახავთ, იარსებებს თუ არა Porsche აქ, როგორც ელექტრონული ბრენდი.“ მიზეზი ნათელია: გაყიდვები დაბალია, „პორშეს“ დონის ფასები კი ჩინური საზომით გადაჭარბებულია.
„პორშეს“ ბოსი გაყიდვების გაზრდისთვის ბრძოლას და „ფასების ბრძოლაში“ მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. თუმცა, კომპანიას ჩინელი კონკურენტების იგნორირებაც არ შეუძლია, რამეთუ 2024 წელს ჩინეთში Porsche-ზე მოთხოვნა 28%-ით შემცირდა. საბოლოოდ, კონცერნი მზადაა დამარცხება აღიაროს და ჩინური ხაზიდან „ელემენტიანი“ მოდელები მოაშოროს.
ამასობაში კი „პორშეს“ ფლაგმან ელექტრო კროსოვერს 2025 წლის ბოლოსთვის ელოდებიან. როგორც ბრენდი აზუსტებს, სიახლე ბიუჯეტური ნამდვილად არ იქნება.