Porsche-ს მოგება თითქმის ნულამდე დაეცა: კომპანიამ განვითარების სტრატეგიის შეცვლა დაიწყო.
2025 წელი Porsche-თვის ბოლო ათწლეულში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად იქცა. კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში სიმყარისა და პრემიუმ კლასის სიმბოლოდ ითვლებოდა, პირველად აღიარებს ღიად: დრო შეიცვალა.
ივლისში გადამდგარმა გენერალურმა დირექტორმა ოლივერ ბლუმემ განაცხადა, რომ ბრენდი „რთული გამოწვევების“ წინაშე დადგა – გლობალური ელექტრომობილების ბაზარზე მოთხოვნის შემცირების, ხარჯების ზრდისა და ჩინეთისა და აშშ-ის მხრიდან ზეწოლის გამო.
2025 წლის პირველი ნახევარში Porsche-ს მიწოდება 6%-ით შემცირდა. ახალ მოდელებზე დაგვიანებულმა გამოშვებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ კომპანიას სერიოზული დარტყმა მიაყენა.
ამ ფონზე Porsche-მ გამოაცხადა, რომ 2029 წლამდე 1900 სამუშაო ადგილს შეამცირებს – იშვიათი ნაბიჯი კომპანიისთვის, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ რეკორდული მოგების და გაფართოების შესახებ განაცხადა.
კომპანიის ოპერაციული მოგება 2025 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში 99%-ით დაეცა – 4 მილიარდ ევროზე მეტიდან მხოლოდ 40 მილიონ ევრომდე.
გლობალური შემოსავალი შემცირდა 1,7 მილიარდი ევროთი, ხოლო მიწოდება -13 000 ავტომობილით.
Porsche-ის ხელმძღვანელობა ამ შედეგს რამდენიმე მიზეზს უკავშირებს:
სუსტი მოთხოვნა ჩინეთის ბაზარზე,
ახალი ტარიფები აშშ-ში,
მაღალი ხარჯები ბატარეების წარმოებასა და რესტრუქტურიზაციაზე.
მხოლოდ ამერიკული საბაჟო ბარიერები კომპანიას დაახლოებით 700 მილიონი ევრო დაუჯდება.
 
				 
															
 
															 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 