Porsche-ს კროსოვერი სარბოლო ავტომობილად გადააქციეს. გერმანულმა ავტომწარმოებელმა Macan-ის მოდელის უცნაური ვერსია წარმოადგინა. კროსოვერი სარბოლო ავტომობილის ფერებში გადაღებეს, რათა მისი „სპორტული წარმომავლობისთვის“ ხაზი კიდევ ერთხელ გაესვათ. შავი და თეთრი ფერები წითელი და ნაცრისფერი ზოლებითაა გამოყოფილი, რაც თანამედროვე სპორტული ავტომობილების ვიზუალს ძალიან გავს.
აღსანიშნავია, რომ ახალი მოდელის სერიული წარმოება არ იგეგმება და ის უბრალოდ საგამოფენო დარბაზისთვის დაამზადეს. კროსოვერი 440 ძალის ტურბოძრავითაა აღჭურვილი და პირველი 100 კილომეტრის განვითარება სულ რაღაც 4,4 წამში შეუძლია.