Porsche 911-ის საიუბილეო ვერსია, რომელიც სპორტქარის 50 წლის იუბილეს ეძღვნება, 2016 წლის მარტში ჟენევის ავტოშოუზე გამოჩნდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია Porsche 911-ის ხაზის აღმასრულებელი დირექტორი ავრცელებს. მისივე თქმით, საიუბილეო მოდელი 50 წლის წინათ დამზადებული მოდელის იდენტური იქნება.
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ახალი კუპე ლიმიტირებული ტირაჟით იქნება წარმოდგენილი, ლიმიტი კი 600 ავტომობილი იქნება. თუმცა, ამ ინფორმაციას კომპანიის წარმომადგენლები არ ადასტურებენ.
რაც შეეხება ახალი 911-ის მოდიფიკაციას, სავარაუდოა, რომ კაპოტქვეშ Porsche 911 GT3-ის ძრავი მოთავსდება. 3.8 ლიტრიანი ატმოსფერული ძრავის სიმძლავრე 475 ცხენის ძალაა. თუმცა, არ არის გამორიცხული ზემოთხსენებული ძრავის მაგივრად, 500 ცხენის ძალიანი მძლავრი აგრეგატიც ვიხილოთ, რომელიც სერიულად 911 GT3 RS-ს ეკუთვნის.
ახალი მოდელი წინამორბედთან შედარებით უფრო შემსუბუქებულია და მისი საერთო მასა 1430კგ-ს უდრის. როგორც ტესტირებისას გადაღებული სურათებიდან ჩანს, ავტომობილი მასიური აეროდნიამიკული ფრთებისა და უკანა დიფუზორის გარეშე დარჩება.
ავტომობილის მინიმალური ღირებულება 160 ათასი დოლარი იქნება. მაგრამ, თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, საიუბილეო Porsche 911 R-ის ყველა ეგზეპლიარი ჯერ კიდევ 2015 წლის შემოდგომით გაიყიდა.

