LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche ყველა თანამშრომელს 10 000 ევროს აჩუქებს

36

კომპანია Porsche თანამშრომლებს პრემიებს დაურიგებს, ბონუსს 9 111 ევროს ოდენობით 21 000 ადამიანი მიიღებს. ამ გზით Porsche 2016 წლის წარმატებულ შედეგებს აღნიშნავს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Porsche თითიოეული ავტომობილის გაყიდვიდან 16 387 ევროიანი მოგება ნახა.

2016 წელს კომპანიამ გაყიდვების ახალი რეკოტრდი დაამყარა, 2015 წელთან შედარებით გაყიდვები 6%-ით გაიზარდა და 237 778 ავტომობილი შეადგინა. Porsche-ს მოგება 22,3 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. 2016 წლის ბოლოს Porsche-ს თანამშრომელთა შტატი 13%-ით გაიზარდა და 27 612 ადამიანს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები