LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალია დისტანციურად დასაქმებულ ადამიანებს ვიზებს მისცემს

64
455676

პორტუგალიამ ვიზის ახალი ტიპი შემოიღო და ეს ვიზა დისტანციურად დასაქმებულთათვისაა განკუთვნილი. Euronews-ის ინფორმაციით სიახლით სარგებლობას მსურველები 30 ოქტომბრიდან შეძლებენ.

ასეთი ვიზა უცხოელებს ქვეყანაში ერთი წლის ვადით ცხოვრების უფლებას აძლევს. მთავარი პირობაა, რომ ისინი მუშაობდნენ დისტანციურად ისეთი კომპანიისთვის რომელიც პორტუგალიაში არ არის დარეგისტრირებული. დისტანციურად დასაქმებულს არ აქვს უფლება ადგილობრივ კომპანიებში დასაქმდეს.

ვიზის მიღების მსურველები პორტუგალიელთა მინიმალურ ხელფასზე ოთხჯერ მეტს უნდა გამოიმუშავებდნენ, ანუ თვეში დაახლოებით 2,8 ათას ევროს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვიზა წარმატებით ფუნქციონირებს ესტონეთში, ხორვატიაში, ესპანეთსა და მალტაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები