LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიაში იმ ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობას შეისწავლიან, ვინც უსახლკარო ცხოველებს ეხმარება

107
drei_Hunde_Kuscheln_in_Porto

პორტუგალიაში დაიწყო კვლევა, რათა გაირკვეს, როგორ მოქმედებს უსახლკარო ცხოველებზე ზრუნვა ადამიანის მენტალურ მდგომარეობაზე. სიახლის შესახებ pmc-ი წერს.

წინასწარი მონაცემები უარყოფს მითს, თითქოს უსახლკარო ცხოველებს მხოლოდ ხანდაზმული ან ფინანსურად შეჭირვებული ადამიანები კვებავდნენ. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ასეთ მოხალისეებს ხშირად „უცნაურებად“ ან მარგინალებად მიიჩნევენ, თუმცა მათ შორის მრავალი აქტიური მოქალაქეა, უმაღლესი განათლებით.

ბევრი მოხალისე სერიოზულ სირთულეებს აწყდება: მეზობლებისგან გაკიცხვას, შეურაცხყოფას და ცხოველების მიმართ ძალადობის შემთხვევებს. განსაკუთრებით მტკივნეულია მათთვის იმ ამბების მოსმენა, სადაც მათი მოვლილი ცხოველები მოწამლეს.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს ადამიანებში სტრესსა და მარტოობის შეგრძნებას იწვევს.

ამ ეტაპზე კვლევითი ჯგუფი აგრძელებს მონაწილეების შერჩევას, რათა უფრო სრული მონაცემები მიიღოს. პირველი შედეგების წარდგენა კი ოქტომბერ-ნოემბერშია დაგეგმილი.

მიღებული დასკვნები არა მხოლოდ სამეცნიერო საზოგადოებას, არამედ პორტუგალიის ხელისუფლებასაც მიეწოდება. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ეს დაეხმარება იმ ადამიანების მხარდაჭერას, ვინც ცხოველებზე ზრუნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები